logo
ENG



ლევან კობერიძე მოითხოვს, რომ პარლამენტმა არჩევნების გადადების საკითხზე იმსჯელოს

16 ოქტ 202015:54
3 წუთის საკითხავი
 

პარტია ლელოს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე კორონავირუსის პანდემიის გამო არჩევნების გადადების საკითხზე საპარლამენტო მსჯელობის გამართვას მოითხოვს.

კობერიძე პარლამენტის თავჯომარეს, არჩილ თალკვაძეს და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს მოუწოდებს, რომ მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე, სპეციალური სხდომა, სადაც საკითხზე ინფექციონისტებისა და დარგის სხვა სპეციალისტების მონაწილეობით იმსჯელებენ.

"მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს, მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე, სპეციალური სხდომა, ინფექციონისტებისა და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით.

აუცილებელია გაფართოებულ და საჯარო ფორმატში გაიხსნას რეალური მსჯელობა საკითხზე: რამდენად მძიმეა კოვიდ-ვითარებასთან დაკავშირებული პროგნოზი და მოლოდინები, არსებული მდგომარეობა უქმნის თუ არა საფრთხეს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში.

ჩვენ, საზოგადოებასთან ერთად ღია და არა დახურულ, ერთპარტიულ ფორმატში, როგორც დღეს ამას პრემიერმინისტრთან არსებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აკეთებს, უნდა ვიმსჯელოთ, პანდემიის მძიმე შედეგებიდან გამომდინარე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების საკითხზე",-აცხადებს კობერიძე.

16 ოქტომბრის მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 15 327 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.


close დახურვა